პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, რეკომენდებულია ღია სივრცეში. იქ, სადაც იკრიბებით, 5-ზე მეტი ადამიანი ღია სივრცეში, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თავშეყრის ადგილებზე იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.
„რაც შეეხება ქორწილებსა და ქელეხებს, დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრა ისედაც აკრძალულია, თუმცა არ ხდება მისი დაცვა და ამიტომ, აღსრულებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რაზეც საკოორდინაციო შტაბი მუშაობს, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე, იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები