გავრცელებულ ინფორმაციას რომ გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი აღმოჩნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ადასტურებენ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ პაციენტი სრულიად ჯანმრთელია, რასაც, მისი თქმით, მოლეკულური ტესტის საბოლოო პასუხი დაადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კაცი რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მან სახლში ორი დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კომენტარები