• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
17:43 02-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციებით ისარგებლონ. 

შესაბამისი ვიდეომიმართვა უწყების ვებგვერდზე გავრცელდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ოფიციალური წყაროებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის, ჩინეთის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები. 

ამირან გამყრელიძემ ტელევიზიებსაც მოუწოდა, მოსახლეობას სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდონ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს; სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია პრევენციის გასაწევად და იმისთვის, რომ თუ ასეთი ვირუსი დაფიქსირდა, მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაქცია.   

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დიდი ქალაქების მერებს სთხოვა, თუ არის ამის საშუალება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსდეს ის რეკომენდაციები და მთავარი გზავნილები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს უწყებები ხშირად აქვეყნებენ. ეს რეკომენდაციები კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. 

მან დიდი თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო საშუალებების განთავსების აუცილებლობაზეც ისაუბრა. იგულისხმება დიდი სავაჭრო ცენტრები. 

ამირან გამყრელიძემ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საჭიროა ყველა სკოლაში, ბაგა-ბაღში, ყველა უმაღლეს სასწავლებელში იყოს ხელის ადეკვატური დასაბანი საშუალებები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved