პანდემიის გადავლის შემდეგ, პარლამენტარი, აკაკი ზოიძე ამირან გამყრელიძეს საქეიფოდ ქალაქგარეთ ეპატიჟება. როგორც მან აღნიშნა, ეს მან დაიმსახურა. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„მე არ ვიცი ბატონი ამირანი მთელი საქართველოს დაპატიჟებას აპირებს თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ როდესაც ეს ვირუსი გადაივლის, ბატონ ამირანს აუცილებლად დავპატიჟებ. მან იმდენი ენერგია, საკუთარი ოჯახის და ჯანმრთელობის ხარჯზე იმხელა ძალისხმევა ჩადო ქვეყნისთვის, რომ ნამდვილად, ერთი კარგი ქეიფი და მადლიერება ჩვენგან ეკუთვნის”, – აღნიშნა ზოიძემ.
მისივე თქმით, ყველას დაპატიჟებას ვერ შეძლებს. „ბატონ ამირანთან ერთად მხოლოდ იმათ დავპატიჟებ, ვისაც ვიცნობ”, – აღნიშნა ზოიძემ.
26 მარტს „რუსთავი 2″-ის ეთერიდან ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა. „არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი, რა სჯობია.. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წვიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები