ადვოკატი, ანა ჟღენტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყურადღებით ვუსმინე გამოძიების მიერ მოწოდებული იმფორმაცია და გამიჩნდა რამდენიმე კითხვა:
1.საბურთალოს მხარემ რატომ არ გამოიძახა მინიმუმ ტაქსი და რა პრინციპით გადაწყვიტა თბილისამდე ფეხით წასვლა (ხომ არ ელოდებოდნენ ნახალოვკის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ “რასბორკაზე”)
2.დევნის დროს პირდაპირ დაინახავდნენ ბრალდებულები ვინ სად დაიმალა და პირველ რიგში მათ რატომ არ გაუსწორდნენ (ეს ხომ ბევრად ადვილი იქნებოდა)
3.და რაც მნიშვნელოვანია შაქარაშვილი და თავის მეგობარი ერთად რომ მირბოდნენ ბნელ ბილიკზე ვერ დავიჯერებ რომ ერთი იმალება ბუჩქებში და მეორე გარბის იმ მიმართულებით სადაც უცნობი გარემოა და სიბნელეა (სავარაუდოდ ორივე ნაპირზე ერთად იქნებოდნენ და მომხდარი ფაქტის შემდგომ ერთი ბრუნდება უკან)
4.მკვლელობის კვალიფიკაციას რომ ქონდეს ადგილი ძალოვანი სპორტის წარმომადგენლებს აღსასრულებლად არამგონია მდინარის გამოყენება დასჭირვებოდათ.
ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია”
კომენტარები