“ღია საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება და წერს:
სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება და ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა.
ეს უფლებამოსილება ერთადერთია რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში ? დანარჩენი ორგანულ კანონშია
საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა
კომენტარები