ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, ობიექტივთან, ამბობს:
ორჯერ ორი ოთხია და ფაქტია, ქართული ოცნება წავიდა ვა–ბანკზე.
ეს ისე არ არის, რომ პარლამენტში არ შევა ოპოზიცია და მერე რა? – დავუშვათ არ შევიდნენ – გაუნაწილებელი ხმებით აქვს 89 მანდატი ოცნებას, ანუ ორგანულ კანონს ვერ იღებენ, კონსტიტუციას ვერ ცვლიან, დავით გარეჯის საკითხი სულ რომ დაიძრას, მიწის თემაზე ვერ წყვეტენ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დეოკუპაციის ნებისმიერ საკითხს ვერ იღებენ. დელეგაციაში ვერ მიდიან … ისედაც ამათ აწი დელეგაციაში ვინ დაუძახებთ, მაგრამ სულ რომ დაუძახონ… ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში არ ჰყავთ, ღილაკის დამჭერიც არა ჰყავთ, ერთადერთი, აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობას, მაგრამ პრაქტიკულად უფუნქციო პარლამენტი იქნება, ის შინაარსში ზღაპარი, რაც დააბრეხვეს, მთავარი დაპირებები, ნიურბერგის პროცესი, აფხაზეთი–სამაჩაბლოს დეოკუპაცია, დავით გარეჯის საკითხი – ეს ახლა უკვე აღარ იქნება, ამის ძალა უკვე აღარ აქვთ. ნაცების გასამართლებას რაც შეეხება, პატარა ბავშვები ხომ არა ვარ, ეგაა “გომებისთვის”, რისი ნაცების გამსამართლებლები არიან
ხომ თქვეს თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას არ ავიღებთ, ეგეთი უმრავლესობა არც გვაინტერესებსო? არ აინტერესებთ, არ იხევენ სახეს რომ შევალთო? ამათი ტყუილი, არათუ ერთთვიანი და ხუთთვიანია, ერთდღიანიც არ არის.
სახელმწიფო არ შენდება მარტო ფულით ან ნაყიდი ხმებით, სახელმწიფო შენდება იმ პოლიტიკური ძალის ირგვლივ, რომელსაც უდგას გვერდით ხალხი, ვისაც სჯერა ამ პოლიტიკური ძალის იდეის, პატრიოტული ლოზუინგები და ეკლესიაზე ამოფარება, ვერ იქნება ის, რასაც სახელმწიფოს აღზევება მოყვება. ფაქტია, ეს ხალხი არის ამოფარებული ამ ყველაფერს. ვიღაცეები იძახიან ახლა, ალტ–ინფოს აახიეს თავისი ნიშაო, მე როგორ უნდა ამახიონ? კონსერვატორობა ტენდერში კი არ მომიგია. მთელი ოცნება ახლა უკვე ალტ–ინფოს ლოზუნგებით ლაპარაკობს და ესე იგი იდეამ უკვე გაიმარჯვა, მთავრობა რომ ამ ლოზუნგებს აზის და რამდენად ნიჭიერად აზის, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს.
ნაცები “ვაბშე” გახდნენ რაც ლელოა, რაც გვარამიაა და გახარიაა, ნაცები გაიპარსნენ. რა უშლის ახლა ხელს, კეთილი ნება უნდა ქართული ოცნების, გენერალური პროკურორის გამოძიება და ნაცების “გაშლიპინება” თავიდან ბოლომდე, მაგრა არ არიან არაფრის დამწყებები, ეს ხალხი მიხვდება, რომ რიგით 257–ჯერ გადააგდეს… ჯერ ნოემბერია, რაღაცა იქეთ–აქეთ, მერე ახალი წელი, გოჭი, საცივი, 15–ის მერე პახმელიაზე უნდა გამოვიდნენ და მერე გაზაფხულზე მიხვდებიან და დაიწყებენ ფეისბუქზე წერას, გადამგდებები არიან და ბოლო იყოს და ა.შ.
კომენტარები