“ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, არასამთავრობი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელს ბაია პატარაიას პასუხობს:
“ამ ქალს ბოლოს საკუთარი არარეალიზებული ეგო გაგუდავს
მიშა სააკაშვილის “მემემემემე” -ს ვთვლი კომიკურად. ოღონდ, ის იმაზე მაინც ყვირის მე-ს რაც გუნდთან ერთად გააკეთა და აღმაშენებლობას იჩემებს.
ეს მკვლელობას აბრალებს ჟურნალისტებს იმიტომ რომ “დიად ბაიას” არ დაუჯერეს.
გუშინ ვიღაც კვოტა ფემინისტი მომახტა, სანამ მახსენებ, პირი გამოირეცხეო.
ამ ხალხს ობიექტური ვითარება კი არ აწუხებთ – თვითონ, თავისთვის უნდათ კრიტიკის მიღმა მდგომი პატრიარქობაც და “ტოქსიკური მასკულინობაც” და უბრალოდ მაგას ებღაუჭებიან კომიკურად.
პირველყოფილ თემურ წყობილებაში არიან.
მემემემემემეემემემემემემემე”
ჩერგოლეიშვილი კომენტარებში წერს:
“ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს, ხმა არ ამოიღო.
ახლა დგას და უდანაშაულო ხალხს ტენის მკვლელობას.
ეს თავხედი ჰიპოკრიტი
ვის რა უნდა ასწავლოს ამ ჩლუნგმა”
პოსტს აკომენტარებს თეონა ჭედიაც:
“თავის დროზე დევდარიანზე რომ დაწერა, ჩემი მეგობარია და თავს ვიკავებო… ყოველ ჯერზე უნდა გაახსენო. რეპუტაციულად ბანკროტია.”
დღეს ბაია პატარაიამ, სოციალურ ქსელში, გააზიარა “ტაბულას” მასალა სათაურით – “სურამში ქმარმა ცოლი მოკლა” და დაწერა:
“გითხარით მე, არასწორად გაშუქებული წინა შემთხვევის გამო ისევ მალევე იქნება მეორე ფემიციდი თქო და არავინ დამიჯერა…
აი, რაღა ვქნა, რომ ჟურნალისტებს ფემიციდის გაშუქება ვასწავლო?!
რანაირად გამოვგლიჯო პირიდან მორიგი სენსაცია?!.
დამატება: ზოგს ჰგონია, რომ ამ კონკრეტულ ნიუსს ვაკრიტიკებ, პირიქით, პრობლემური სპეციალურად არ გავაზიარე, თორემ შემხვდა ისიც. ეს ფაქტად გავაზიარე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტაბულას არ ვაკრიტიკებ. ისედაც, პრობლემა ტელევიზიებში უფროა, ვიდრე ინტერნეტ მედიაში.”
კომენტარები