პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია:
“2008 წელს წინასწარი მონაცემები გვქონდა, რომ პუტინის პროპაგანდის მანქანას დავალება ჰქონდა მიცემული დაქირავებული, თუ სიმპათიით განწყობილი სპიკერებისადმი, არა რუსეთის დადებითად წარმოჩენა, არა, იცი რა, თქვით, რომ ყველანი დამნაშავეები არიან, ეს ჭაობი უნდათ შექმნათ, თუ ყველა დამნაშავეა, ბარემ ვინც ძლიერია, იმას გაუვიდეს. ჩვენ სანამ ასეთი სამარცხვინო მთვარობა გვყავს, ვინც ასეთ პროპაგანადას ეწევა, სანამ შევცვლით, არ შეგვიძლია საქართცელო საერთაშორისო ასპარეზზე სწორად პოზიციონირდეს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი საზოგადოების შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ.
რამოდენიმე დღეში არის საქართველო-რუსეთის მატში რაგბში და ჩვენ, “ევროპული საქართველო” ვაპირებთ ეს საერთაშორისო ყურადღება გამოვიყენოთ, მასობრივად, მოქალაქეებს, ვინც წავა დავურიგოთ საქართელოს და უკრაინის დროშები და ასეთი ცივილიზებული გზით… იქ ფრიალებდეს საქართველოს და უკრაინის დროშები და სლოგანი “ბოროტსა სძლია კეთილმან”
კომენტარები