რა ასაკიდან და რა დოზით არის რეკომენდირებული გაზიანი და ენერგეტიკული სასმელის მიღება – ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს:
„ამერიკაში ყოველწლიურად 20 000-მდე მოზარდი ხვდება ემერჯენსის განყოფილებაში, რადგან მიიღეს ენერგეტიკული სასმელები, ან კოფეინის შემცვლელი სხვა ალტერნაივები.
კოფეინი, ეს არის ნივთიერება, რომელიც ხშირად გამოიყენება ხოლმე ენერგეტიკულ სასმელებში. თუმცა, ენერგეტიკული სასმელები ადამიანს რაიმე ექსტრემალურ ძალას არ სძენს. ის ყურადღების კონცენტრაციის უნარს ზრდის იმ მექანიზმით, რომ ჩვენს ორგანიზმში ხელს უშლის ადენოზინის მოქმედებას.
ადენოზინი არის ნივთიერება, რომელიც საღამოს საათებში გამოიყოფა ჩვენს თავის ტვინში და მიდრეკილს გვხდის ძილიანობისკენ. ჩვენ ამის შემდეგ გულის წნევა და სუნთქვა გვიიშვიათდება. კონცენტრაცია გვიქვეითდება და გვეძინება.
კოფეინი ადენოზინის საწინააღმდეგო მოქმედებისაა. ის ხელს უშლის ადენოზინის მოქმედებას. როცა დაიბლოკება ადენოზის მოქმედება, ადამიანს რჩება განცდა, რომ გამოფხიზლდა, რეალობაში კი არა, რადგან ჩვენი ორგანიზმი როგორც საწვავს და ენერგიის წყაროს, კოფეინს არ იყენებს.
მოქმედება იწყება 45 წუთში და გრძელდება დაახლოებით, 3-7 საათი. გააჩნია დოზას და ვინ იღებს კოფეინს. კოფეინის ზემოქმედებით ასევე ჩვენს სხეულში იზრდება დოპამინის გამოყოფა და დოპამინის გამოყოფის გამოა, რომ ერთხელ თუ გაუსინჯავ გემოს, კიდევ გინდება გასინჯვა.
რამდენად მავნე ზემოქმედება აქვს ჩვენს ორგანიზმში კოფეინს, უნდა ვიცოდეთ დოზები: ცხელ შოკოლადში კოფეინის შემცველობა ძალიან დაბალია – 19მგ. მწვანე ჩაიში ოდნავ მაღალია – 20მგ. გამარგილებელი სასმელები 40მგ. შავ ჩაიში 45მგ-ს შეიცავს. კოფეინის მაღალი შემცველობა ენერგეტიკულ სასმელებსა და შავ ყავაშია – 80-140გრ-მდე დოზები.”
კომენტარები