ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“უკრაინელმა მოფარიკავემ ოლგა ხარლანმა, რუსი მოფარიკავე ანნა სმირნოვა დაამარცხა. (სმირნოვა ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოდიოდა).
ფარიკაობის წესების მიხედვით, ორთაბრძოლა მხოლოდ მას შემდეგ ითვლება დასრულებულად, როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ.
რუსის გაწვდილ ხელს, უკრაინელმა დაშნა შეაგება, რაღაცა მიაძახა და მოედანი დატოვა.
რუსი მოფარიკავე უკრაინელის მობრუნებას დიდხანს ელოდებოდა, სკამზეც ჩამოჯდა, მაგრამ ხარლანი არ მობრუნდა.
ამის გამო, უკრაინელ მოფარიკავეს დისკვალიფიკაცია ელოდება.
წარმოიდგინეთ, რუსისთვის ხელის ჩამორთმევას დისკვალიფიკაციის რისკი ამჯობინა და ჩვენ კიდევ, მტერს, ხელსაც ვართმევთ და ფეხქვეშაც ვეგებით.”
კომენტარები