ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
მედიის ამბავზე: აღარც კი ვაკეთებ კომენტარს კანონის ცვლილებებზე. აღარც დავდივარ პარლამენტში განხილვებზე. ყველაფერი საშინელება, რაც შეიძლება მედიაზე ეწეროს, უკვე წერია დიდი ხანია. ყველა ბერკეტი აქვს აბსოლუტურად მარეგულირებელს ტვ–ების გასანადგურებლად. ამიტომ ცოტა არ მესმის ახლანდელი მოთქმა გოდება, რომ უიმე, ამას რას მოვესწარით. იაგო ხვიჩიამ მედია იდიოტები ხართო, რამხელა უბედურება გემართებათ და თქვენ ხმას არ იღებთო. ძვირფასო იაგო, მე ის პოლიტიკოსები მიმაჩნია იდიოტებად, ვინც ვერც კი შეამჩნია ამდენი ხანი, როგორ ავიწროებდა ყულფს ქოცი მედიის გარშემო. უკვე მოჭერილია მაქსიმალურად, ამის იქით მარტო ოფისებში სპეცრაზმის შემოვარდნაა დარჩენილი. ამიტომ აღარ აქვს მნიშვნელობა, ერთი სიტყვით მეტს ჩაწერს ქოცი კანონში თუ ერთი სიტყვით ნაკლებს. მხოლოდ გაბედვაზე და მორევაზეა საქმე. თუ ასეთი ჩამპალი იქნება პოლიტიკური გარემო, მეტსაც გაბედავენ. თუ იქნება რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები, წაილეკება ქოცი თავისი მარეგულირებლიანად. ეს არის რეალობა და მე დავამთავრე ცალ–ცალკე მუხლებზე ღაწვების ხოკვა.
კომენტარები