ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელსაც პარლამენტში შეხლა-შემოხლა მოჰყვა და ამბობს:
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა რუსული კანონის მაგალითზე მაინც, რომ ყველაზე მწვავე რეაქცია საზოგადოებაში და მათ შორის ოპოზიციაში და ზოგაგდ, ქვეყნის დემოკრატიულ ოპოზიციაში, არის, როდესაც ისინი ასეთი მკვეთრი ნაბიჯებით, ღიად ნაბიჯებით პირდაპირ იცავენ რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, თურნავას გადაწყვეტილება, თურმე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყოფილა, ჯერ არ ვიცი, არის პირდაპირ მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, დაიცვან ამ ქვეყანაში ჯაშუშები, რომლებსაც მომავალში სანქციებს დაადებენ და რომლებსაც მომავალში საზოგადოება გაიცნობს ვინ არიან. ამას აკეთებენ წინსწრებით, ამაზე დებატები მოვითხოვეთ ოპოზიციამ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ვიმსჯელოთ ამაზე და გველაპარაკეთ, სად მიგყავთ ქვეყანა. ამის ნაცვლად მივიღეთ მუშტი-კრივი, ამის ნაცვლად „აგენტების“ ძახილი და ის, რომ თურმე უკრაინაში ჩვენნაირებმა დაიწყეს ომი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ აგენტები. ფარცახალაძე კი არა, ჩვენ, ვინც ვითხოვთ პასუხს, რატომ იცავს მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ კაცს, რომელიც არის ჭანჭიკი ამ სისტემაშ, მაგრამ მთელი სისტემა გადაწყობილია და კანონებსაც ცვლიან იმისთვის, რომ დაიცვან მომავალში მხილებული ჯაშუშები.”
(ვიდეო) – “შენი დედას შევე@ი, შე @ლეო”; “ნაბი@ვარო” – გინება და ცემა პარლამენტში
კომენტარები