ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის არჩევნებამდე შესაძლო გადადგომაზე უკვე ღიად ლაპარაკობს მედია. რამდენად რეალური და საფუძვლიანია ეს ვერსია?
– არ ვიცი, საიდან აქვთ ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია, მაგრამ მერწმუნეთ, პოლიტიკურ წრეებიდან ამის შესახებ არაფერი მსმენია. ირაკლი ღარიბაშვილს არჩევნებამდე არავინ მოხსნის, იმიტომ რომ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომელიც ღარიბაშვილს მიჰყავს და პირადად მან, რამდენიმე ოლქში, „ქართული ოცნების“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატებიც წარადგინა. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია აწყობილია ძირითადად აგრესიულ ფორმატში. ეს დაპირისპირებაზე ორიენტირებული ძველი პოლიტიკური ფორმატის გათამაშებაა, უკვე მრავალგზის ნაცადი მეთოდის გამეორება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან იღებს სათავეს. მაშინ ხალხმა ეს ყველაფერი, დაიჯერა, იბრძოლა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ და გაიმარჯვა. დღეს, 9 წლის მერე, იგივე დაპირებებით, იგივე როტირიკით – ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, „ნაცები“ გაქრებიან და გადაშენდებიანო, ფონს გასვლა არ გამოუვათ. ამ საარჩევნო კამპანიის მთავარი აქტორი ირაკლი ღარიბაშვილია და განსხვავებულად მიდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია. თბილისში აბსოლუტურად სხვა კამპანიას ატარებს კახი კალაძე და რეგიონებში უფრო ხისტ კამპანიას ატარებს ღარიბაშვილი. არჩევნების შემდეგ, მისი შედეგების მიხედვით, რომელსაც უფრო წარმატებული კამპანია ექნება, რომელიც უფრო პროდუქტიული იქნება, ის დაწინაურდება „ქართულ ოცნებაში“.
კომენტარები