ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლი, ექიმი ვახტანგ კალოიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პანდემიის დასაწყისი.
– ერთეული შემთხვევები და სრული ლოქდაუნი
– ფაქტიურად ტესტების გარეშე გავლილი გაზაფხული. ტესტები პანაცეა არ არის.
– მთავარი დაწესებულება კომპიუტერული ტომოგრაფიის და დილიზის გარეშე. წვიმაში სახურავიდან ჩამოსული წყლის თანხლებით
– პლაქვენილის პოლიტიზებული საგა
-მაისიდან სრული მოხსნა ყველა შეზღუდვის 6 კვირის მაგიერ 2 კვირაში.
– კლინიკური სექტორის ტექნიკური აღჭურვილობის და წრთვნის გარეშე
ოპოზიცია – თავაზობს გამოსავალს, თანამშრომლობას
პასუხი – სისხლის მსმელებო”, ზოგიერთი ექიმი “ვნატრობთ” მასიურ სიკვდილს
ზაფხულში ღვანკითის ბრძოლა და მცირე გამარჯვებები.
ტესტები ისევ ჭირს, წრთვნა და განსაკუთრებით აღჭურვა არსად ჩანს
შემოდგომა
მზარდი ციფრები აჭარაში.
– ადგილების, ჟანგბადის!!! და აპარატების დეფიციტი. ექიმები იძულებული არიან გადაიყვანონ პაციენტები ბათუმიდან ფოთში, თერჯოლაში, ქუთაისში, ზუგდიდში
– აჭარაში სრულიად მოშლილია ლაბორატორიული, კომუნიკაციის სისტემები.
– სათაო დაწესებულება იხურება ტექნიკურ საშუალებების არ ქონის გამო.
– ჰიბრიდული კლინიკები იქცა მოქალაქეების მასიური ინფიცირების წყაროდ.
– სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ძალიან მაღალი ციფრები
ამ შუალედში პანდემიასთნ ბრძოლის სრული კაპიტალიზაცია საარჩევნო ხმებში
– პრემიერის აღიარება ინფიცირებულთა მოსალოდნელი რაოდენობის არასწორი პროგნოზირების თაობაზე
– პრემიერის აღიარება ლაბორატორიული სიმძლავრეების ვერ მოდერნიზების თაობაზე
– კვლავ ჟანგბადის დეფიციტი (ბევრი დაწესებულება დღესაც ვერ იყენებს HFNC-ის არასაკმარისი რესურსების გამო). აღჭურვილობის დეფიციტი და ხვრინვის აპარატები.
პანდემიის პიკის გადავლის შემდეგ:
– საწოლების ცენტრალიზაციის მცდელობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში (ჯერ კიდევ მარტში ვითხოვდით)
– დამატებული ჟანგბადის ქარხნები
– ლაბორატორია ძირითადად ანტიგენბაზირებული. ( ამ გზითაც სტაბილური 20000 დღეში ვერ იღწევა.)
–
ამის შემომქმედნი ვაქცინის შემოტანას თავს ვერ მოაბამენ.
ძალიან მინდა ვცდებოდე.”
კომენტარები