ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან, პოლონელი ექიმების არშეშვებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“არანაირი აქცია საჭირო ამისთვის არ არის, თუ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ ამ ექიმებზე, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ოპერატიულად განიხილავს მოვიწვევთ კიდეც იმ საბჭოს, რომელ საბჭოზეც უნდა გავიდეს ეს და იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი წესრიგში აქვთ, ძალიან ოპერატიულად დავადასტურებთ. პროცედურა არის შემდეგი, შემოვა განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, იხილავს ჩვენი სააგენტო და შემდეგ გააქვს საბჭოზე დასადასტურებლად, ნებართვის მისაცემად, არც განაცხადი შემოსულა, არც დოკუმენტაცია შემოსულა, და აქცია არ ვიცი რა აქცია არ მესმის”
კომენტარები