პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ, განაცხადა:
„ქართული ოცნების“ გამომსვლელები მხოლოდ ორ საკითხზე საუბრობენ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია და რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს. თავის მართლების მდგომარეობაში იმყოფება მთელი პარტია და ძალიან კარგად ხვდებიან რომ არ გამოსდით, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დამნაშავეები არიან.
„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე მხარის არ დაჭერით ისტორიაში სამარცხვინო ლაქით შეხვედით, ვერაფერი გაგამართლებთ, გაახარეთ რუსეთი, არავინ დაიწყებს დეტალების გარკვევას, როდესაც რეზოლუციის შედეგებს ვინმე შეისწავლის. ფაქტია, რომ თქვენ მხარი არ დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც რუსეთი დაგმობილია, როგორც აგრესორი ქვეყნა, გამოცხადებული ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებულია ქვეყნად, რომელმაც ჩაიდინა ომის დანაშაული. თქვენ არასდროს იყავით სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამ პერიოდში ყოველთვის იყავით რუსეთის მხარეზე და დღესაც თქვენ ეს დაამტკიცეთ ამ რეზოლუციისადმი არ მიერთებით“
კომენტარები