რევაზ ვაშაკიძე – “ჩირინას” დამფუძნებელი პროფესიით ბიოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც მისი კურსელი კახა ბენდუქიძე იყო, საკანდიდატო და სადოქტორო მოსკოვში დაიცვა, და შემდგომ ამავე ინსტიტუტში გააგრძელა შრომა გენური ინჟინერიის მიმართულებით. “ბიოლოგი ვიყავი და ინგლისური ვიცოდი. ეს უპირატესობა მქონდა”, – იხსენებს ის ელენე კვანჭილაშვილის სტატიაში “დომინოს ეფექტი”.
როგორც თავად ამბობს, რუსეთშიც წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ის სფერო აარჩია, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული იყო კრიმინალისა და კორუფციისგან.
“კორუფცია და კრიმინალი ყველაზე მეტად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს შეეხო – დიპლომით ბიოქიმიკოსი ვარ. ამით დავიცავი საკუთარი თავი. ქიმია იმ დროისთვის არც ერთმა ბანდიტმა არ იცოდა”.
კომპანია „ჩირინა“ ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ხორცპროდუქტებს „ბიუ-ბიუს“ ბრენდით აწარმოებს, რევაზ ვაშაკიძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე წარმოებისა და მეფრინველეობის მეურნეობის განვითარებაში ჯამურად 265 მლნ ლარის ინვესტიცი ჩაიდო.
„ის პროექტი, რომელიც 2012 წელს დავიწყეთ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით შესრულებულია. შედეგად ჩვენ ბროილერის ქათმის უნარჩენო წარმოება გვაქვს. ჩვენი წარმოების პარამეტრებია 25 000 ტონა ქათმის ხორცი, ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპლექსია და ჩვენ ქათმის მისაღებად საჭირო საბროილერო კვერცხს დაახლოებით 20 მლნ ცალის ოდენობით ვაწარმოებთ, წლიურად 18 მლნ წიწილის წარმოება შეგვიძლია. უხეშად რომ ვთქვათ, ერთ მოსახლეზე ჩვენ წლიურად 6 ქათამს ვაწარმოებთ. დღეს სრულად 48 ფერმა 3 კლასტერზეა გადანაწილებული.
საქართველო ქათმის პროდუქციით სრულად რომ დაკმაყოფილდეს საჭიროა სამი ასეთი კომპლექსის შექმნა, როგორიც „ჩირინაა“. ანუ ერთი ჩვენი და 2 კიდევ. ქვეყანაში არსებული მოთხოვნის შევსება ნაწილობრივ ადგილობრივი წარმოებით ხდება, მაგრამ დიდი ნაწილი იმპორტით შემოდის“, – განაცხადა ვაშაკიძემ და დასძინა, რომ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში წლის განმავლობაში 20 მლნ ლარი შეაქვს.
კომენტარები