945
ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე:

მოსახლეობაში არსებული ჭარბვალიანობის და საკრედიტო ვალდებულებების ვერმომსახურება არის თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბრალი.

თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთიდან 12% მიაქვს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთით.

უფრო რომ გავამარტივოთ სესხს რომ
იღებთ ავტომობილის შესაძენად ან ნებისმიერი საჭიროებისთვის, ამისთვის სახელმწიფო “გსჯით” 12% – ით. რეალურად კომერციულ ბანკს რჩება 4 დან 7% მდე.

ინფლაცია რომელიც არის 11.5% . სწორედ ეს ინფლაცია და არასწორი მონეტარული პოლიტიკა გიძვირებთ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქონელს და მომსახურებას.

გადასახადები, რომლებიც არის მზარდი. ინფლაციის ფონზე გვაქვს საშუალოდ 23% – იანი ფასების ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე.

უფრო რომ გავამარტივოთ პირობითად თუ პურში 2 წლის წინ იხდიდით 1 ლარს, მაშინ იხდიდით ამ 1 ლარში დღგ-ს 18% -ს. ანუ 18 თეთრს. დღეს პურში იხდით 2 ლარს. დღგ – ს იხდით ისევ 18% – ს ოღონდ ეხლა უკვე 36 თეთრს.

სწორედ ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის ხარჯებმა გადაასწრო შემოსავლებს და ეს არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი ვეღარ ემსახურება მის მიერ აღებულ საბანკო ვალდებულებას.“
კომენტარები