აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გათამაშდეს შავი ზღვის გარშემო, რომელიც თუ შედგა, ალბათ გადამწყვეტიც კი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის:ბოლო დღეებია თურქეთში დიდი კამათია დაწყებული მონტროს კონვენციის ვალიდულობაზე. ამ ხელშეკრულებით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების (გასაგებია, რომ პირველ რიგში აშშ-ს) სამხედრო გემების ყოფნა შავ ზღვაზე (როგორც ტონაჟში, ისე დროში -21 დღეზე მეტი ვერ ჩერდებიან აქ).ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, აცხადებს, რომ შესაძლოა გადახედოს მონტროს კონვენციას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე.ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხზე – მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე.სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია ის ფაქტიც, რომ 2 დღის წინ თურქეთის 104-მა თადარიგში გასულმა ადმირალმა (მათ შორის არიან პრორუსულად განწყობილებიც) განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს თურქეთის ხელისუფლების სურვილი გავიდეს მონტროს ხელშეკრულებიდან. დღეს დილით თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ამ განცხადების გაკეთების მოთავეები – 10 თადარიგის ადმირალი ანუ მკაფიო სიგნალს უგზავნის ამერიკელებს, რომ მზადაა, ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაყვეს მონტროს კონვენციიდან გასვლის გზას. ამხელა ამბები ხდება გარშემო და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?“ – წერს ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
კომენტარები