„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ტელეკომპანია „ევროპული საქართველოს“ გროლს გაუშვებს თუ ვიდეოდან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამოიღებენ:
„ვიდეო-რგოლი კანონთან შეუსაბამოა, მხოლოდ „ევროპული საქართველოსთვის“ არ გვითქვამს უარი, მანამდე კიდევ ორ პარტიას ვუთხარით უარი. კანონთან შეუსაბამობაში იგულისხმება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და კლიპში, რომ გამოჰყავთ არ შეიძლება. იგივე მიზეზით უარი ვუთხარით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს.
საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება და ტელეკომპანიას არეგულირებს მარეგულირებელი კომისია, რომელიც მეტყვის, რომ უკანონოდ გავუშვი რეკლამა. თუ მარეგულირებელ კომისიაში გაარკვევენ და მარეგულირებელი გვეტყვის, რომ დასაშვებია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა კლიპში, გინდ დადებითად გინდ უარყოფითად გავუშვებთ.
უბრალოდ ძალიან დიდი ჯარიმებია მაუწყებლების წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, რომ შემოგვედაონ ძალიან დიდი ჯარიმები იქნება.
ამ მიზეზით ვუთხარით უარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „მრეწველობა – გადაარჩინე საქართველოს“, მერე იყო „ევროპული საქართველო“. „პატრიოტთა ალიანსმაც“ მოიტანა და მათთაც ალბათ დავუხარვეზებთ და უარს ვეტყვით.
კლიპს სრულად უარს კი არ ვეუბნებით, არამედ თუ შეასწორებენ, იმ ნაწილებში სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩანს, თუ ამოიღებენ და ჩასწორებული სახით მოიტანენ გავუშვებთ.
მაგალითად „მრეწველობა საქართველოს“ კლიპში ჰყავდა მერაბიშვილი, ადეიშვილი, მელია, კირკიტაძე, სააკაშვილი, თუმცა ყველა კლიპში მაინც სააკაშვილი იყო. ამოიღონ სააკაშვილი და გავუშვებთ. აქ უბრალოდ კანონის მოთხოვნაზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ აგიტაციაში დაუშვებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან უცხო ქვეყნის ორგანიზაციის მონაწილეობა“
კომენტარები