ყოფილი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, ტვ პირველთან ბადრი ესებუას ფოტოებზე საუბრობს:
“რაც ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ ტანის აღაგობით, მოყვანილობით ჰგავს, ორივე სპორტული აღნაგობისაა, თვალის ჭრილი შესაძლებელია იყოს იმ ადამიანის, რომელიც მძარცველის სახით ვნახეთ და სხვა რამე შანსი, რომ რამე სახის იდენტიფიკაცია გავაკეთო, მე არ მაქვს.
თვალები ამ სურათებში ისე ნათლად არ ჩანს… ჩემგან ერთი მეტრის დაშორებით იდგა, მაგრამ ვცდილობდი თვალი თვალში არ გამეყარა, რომ არ გამეღიზიანებია… ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი შესაძლებელია ესებუა იყოს, თუმცა, ასეთი თვალები და ასეთი აღნაგობა შეიძლება უამრავ ადამიანს ჰქონდეს. “
კომენტარები