„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ამომრჩევლის ის დიდი ნაწილი, რომელიც გამოკითხვის დროს არ ასახელებს კონკრეტულ მხარდამჭერ პარტიას, ოპოზიციურადაა განწყობილი. ამასთან მიაჩნია, რომ წლევანდელი არჩევნები პარტიების მრავლფეროვნებით გამოირჩევა განსაკუთრებული არჩევნები გველის:
„NDI- ის კვლევებიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც უარს ამბობს დაახელოს, თუ რომელ პარტიას უჭერს არჩვენებში მხარს, რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების მხარდამჭერი. ბევრი მათგანი ღიად არ საუბრობს საკუთარ არჩევანზე, რაც კვლევებში ეს ნათლად გამოიხატა და 59 პროცენტი შეადგინა. წლევანდელი არჩევნები იქნება განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ მრავალპარტიული არჩევნები გველის და ამას ხელს უწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად დაწესებული ბარიერი. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის კონკრეტული პროგრამები იმ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ქვეყანას გააჩნია, როგორცაა სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, სამედიცინო კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემატური საკითხები და ა.შ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის პარტია, რომელსაც გააჩნია კონკრეტული სტარტეგია და ხედვა. ყველაზე ადრე სწორედ, ჩვენმა პარტიამ შეიმუშავა და ჩვენ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვაცნობთ ჩვენს მნიშვნელოვან ხედვებს ქვეყენაში შექმნილი პრობლემების დაძლევის კუთხით, “ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %).
კომენტარები