ლეიბორისტული პარტიის წევრი, გიორგი გუგავა:
„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციას ეფექტურად გამოეყენებინა და შეტევაზე გადასულიყო, მოეთხოვა რიგარეშე არჩევნები (რის შესახებ არაერთხელ მივმართეთ საჯაროდ) 7-8 მარტის მოვლენებს შემდგომ, როდესაც ოლიგარქის რეჟიმა ქართველი ხალხის მძლავრი მუშტი იგრძნო ყბაში და თავისივე მოღალატეობრივი ნასაქმარი თავადვე მიირთვა, ისევ დაიწყო დაუსრულებელი ნაცრის ქექვა, რომ პარლამენტში აიძულებენ 12 პუნქტის შესრულებას. ამ დროს კი რეჟიმმა დაიწყო პოლიტიკური ნოგდაუნიდან გამოსვლა და კონტრშეტევის ორგანიზება; ბინძური პროპაგანდისტული მანქანის ახალი ძალით ამოქოქვა, ახალგაზრდების დისკრედიტაცია- რეპრესირება, ექსპრეზიდენტის ციხეში გადაყვანის მცდელობა, ცნობილი პოლიტ-ვაჭრის უცნობის მიერ აქციის ორგანიზება და ა.შ. საბოლოო ჯამში მოვლენების მართვად რუტინაში გადაყვანა და ასე მზაკვრულ-მოღალატეობრივი ქმედებების გაგრძელება.
და ყოველივე ეს, იმის გამო ხდება, რომ პარლამენტში შელაგებული ოპოზიცია ვერ ელევა სავარძლებს, რაც კარგად იცის ოლიგარქმა და მათაც ისევე ათამაშებს მარიონეტებივით, როგორც დანარჩენებს ხელისუფლებაში.
სამწუხაროდ, ღალატი დაწყებული ნაყალბევი პარლამენტის “გაპრავებიდან” დღემდე გრძელდება.
ამოცანაა; არამხოლოდ მოღალატეობრივი რეჟიმის მოცილებაა, არამედ უნდა მივაყოლოთ მათ დაირაზე მოცეკვავე ოპოზიციაც.“
კომენტარები