მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:
“ნავში მოწევა აიკრძალა. ხოდა წარმოვიდგინე: ვზივარ ნავში, გაუვალ ჭაობში, ვთევზაობ. ამოვიღე პაპიროზი, გავუკიდე, და უცებ ლელქაშები შრიალებს და ჭაობში რეზინის ბოტებით მორბის პატრული, რო დამაჯარიმოს. სანამ მოაღწევს, სიგარეტს ვაქრობ, ვმალავ და ვთევზაობ ჩემთვის. ამასობაში მოვა პატრულიც. წყალმცენარეები დაჰკონწიალებს ზედ, ლოყაზე წურბელა აზის და ჯიბეში უყიყინებს ბაყაყი. – თქვენ კანონი დაარღვიეთ, ნავში მოწევა აკრძალულია, ჯარიმის ქვითარი უნდა გამოგიწეროთ! მე ხელებს გაკვირვებით ვშლი და აქეთ-იქით ვიხედები: რა სიგარეტი? რა ჯარიმა ? არ მომიწევია სიგარეტი. სად ხედავ აბა სიგარეტს. პატრული უნდობლად მათვალიერებს და ეჭვით ყნოსავს ჰაერს. – კაი ჰო, – ამბობს და ისევ ლელქაშებში უჩინარდება. წასულად რო დავიგულებ, ვიღებ ახალ ღერს, ვუკიდებ და არხეინად ვარტყამ ნაფაზს. უცებ ჩემს წინ წყალი ბუყბუყებს და პატრულის თავი ამოჩნდება. – აჰა, ხო გამოგიჭირეთ! – ყვირის და თან პირში გაჩხერილ კარჩხანას აფურთხებს. – ნავში მოწევა აკრძალულია, გადაიხადეთ ჯარიმა!
მმმ. კაი ჰო, გადავიხდი. შენ რო მოგი**ან პოსეიდონა დედის ტ**კი.”
კომენტარები