ამსტერდამის წმინდა ნიკოლოზის სახელობის რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო და შუამდგომლობით მიმართა ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის მიტროპოლიტს, მიიღოს თავის ეპარქიაში.
“დღეს სამრევლო საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მიზეზი მრევლისა და სამღვდელოების მიმართ გაჟღერებული მუქარაა.
შეხვედრაზე სასულიერო პირებმა ერთხმად განაცხადეს, რომ მათთვის შეუძლებელი გახდა მსახურება მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში და მრევლისთვის სულიერად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. მათ ასევე გაუგზავნეს შუამდგომლობა ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის მიტროპოლიტს ათენაგორას (საყოველთაო საპატრიარქო), რათა მიიღონ ისინი თავის ეპარქიაში. მიტროპოლიტმა ათენაგორამ გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს შუამდგომლობა და სთხოვოს მთავარეპისკოპოს ელისეს მრევლის სასულიერო პირების ომოფორის ქვეშ გადაყვანა.
სამრევლო საბჭო მხარს უჭერს სასულიერო პირების ამ ნაბიჯს და რეკომენდაციას აძლევს მრევლის წევრებს დაჰყვნენ სასულიერო პირებს. ამ წინადადებას განსახილველად წარადგენს მრევლის რიგგარეშე საერთო კრება მიმდინარე წლის 26 მარტს.
საერთო სამრევლო კრების წინა პერიოდში ტაძარში ღვთისმსახურება არ იქნება. ეს არის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ პასტორალური მიზეზების გამო: ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, თითქმის შეუძლებელი იქნება იმ ლოცვითი სულის მიღწევა, რომლისკენაც ვისწრაფვით ღვთისმსახურების დროს.
ეს გადაწყვეტილება ყველასთვის ძალიან მტკივნეული და რთულია.
დასასრულს, გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე კარგი ამბავი. 11 მარტს ჩვენმა მრევლმა ეგმონდის სააბატოდან წმინდა ნიკოლოზ ლიკიელის ნეშტი მიიღო. ჩვენთვის ეს იმედის ნიშანია ამ რთულ დროს.
სამრევლო საბჭო”
კომენტარები