სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სასოწარკვეთილი კი არაა გაგიჟებული ვარ. გუშინ სახლში მეტლახზე წავიქეცი. ფეხი ვიტკინე… სასრაფო ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა..
გამიზომა სიცხე.და 37.2 გაქვსო და თან არ მაჩვენებენ თერმომეტრს… გადამიყვანეს ამტელ ჰოსპიტალში. მიმიყვანეს იქ რომ გამიზომეს სიცხე 36.6 აჩვენა. გადამიღეს რენდგენი. და სანამ პასუხი იქნებოდა რენდგენის მანამდე მომათავსეს დავირუსებული ადამიანების დიდ პალატაში (ჰოლში) დამეტაკნენ მიზომავენ სიცხეს!! მეუბნებიან რომ მაქვს 37.5 და ეგრევე მიღებენ სისხლის ანალიზს. ვეკითხები რატომ მიღებთ ანალიზზ თქო და კოვიდის ანალიზიაო!!!!
ვითხოვ მეორედ თერმომეტრს და კიდევ ვიზომავ სიცხეს და რომ დავამთავრე სიცხის გაზომვა მეცა ექთანი და წამართვა. დახედა და 37 და 8-ო. მეთქი მანახე თერმომეტრი და ვერ გავაგებინე. სანამ არ დავუყვირე მაგრამ უკვე დადებული თერმომეტრი მომცა და მართლა ჩანდა 37.5 თუ 6…
ჩემ ქმარმა რომ დაურეკა და დააასხა მაგარი თავზე არაფერი არ გაუკეთოთ ჩემი გადაწყვეტილების გარეშეო მასხრად აგდება დაგვიწყეს. ნაბი@ვრებმა!!!!! Amtel Hospital / ამტელ ჰოსპიტალი ბავშვთა ქირურგია ამტელ ჰოსპიტალი მანამდე მიმღებში უთხრეს ჩემს ქმარს რომ ქურურგი ეს წუთია ოპერაციაზე შევიდა და კარგა ხანს ვერ გამოვიდოდა( ამ 2 -3 საათში კიდევ რას ავიკიდებდი ღმერთმა იცის) და ჩემ ქმარმა მომეცით რენდგენი და მიმყავს სხვა კლინიკაშიო….
და 3 წუთში ტრამვატოლოგი მივიდა. თან დამცინა რატო არ გავიკეთე კოვიდზე ანალიზი და არც გამსინჯა ეგრევე რენდგენის სურათით დამიწერა დანიშნულება და გამომისროლა. ვითხოვ რენდგენის სურათს და ვერ წაიღებთო რადგან ელექტრონულად გვაქვსო. ბოლოს ფოტო გადავაღებინე ჩემს რენდგენს და წამოვედი… მგლების ხროვაა კლინიკა არააა ეს”

კომენტარები