აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
“ვენესუელა არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იდიოტების მიერ მართული უმდიდრესი ქვეყანა მათხოვრად იქცეს. ახლა წარმოვიდგინოთ რა დაემართება ქვეყანას, რომელიც ვენესუელასავით მდიდარი არ არის, მაგრამ მადუროს რეჟიმივით ხარბი, ყეყეჩი და აგრესიული იდიოტები მართავენ. თუმცა წარმოდგენა საჭირო არ არის, ისედაც ვნახავთ.
ვენესუელა იმიტომ გამახსენდა, რომ მექსიკის საზღვრიდან შემოცვენილი საწყალი ვენესუელელები ისე ამოუვიდა ყელში ბაიდენის ადმინისტრაციას, მათი აგრესიული დეპორტაციაც დაიწყო და მექსიკასთან საზღვარზე კედელის გამალებული მშენებლობაც. ეს თავისთავად ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს პრინციპულობა პოლიტიკაში და როგორ შეიძლება დღეს ერთი ილაპარაკო და ხვალ სრულიად საწინააღმდეგო აკეთო. ასე რომ, ძალიან ნუ გაგიკვირდებათ ენდემური პოლიტიკოსების ანალოგიური მანევრები.
რუსული ფლოტის აფხაზეთში გადმოსვლა კატასტროფაა. თუ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდა, რისი შანსებიც ჯერჯერობით 50/50-ზეა, შეგვიძლია საბოლოოდ დავემშვიდობოთ აფხაზეთის შავიზღვისპირეთზე ოცნებას. ერთადერთი ძლიერი სვლა, რაც ჰიპოთეტურად გვქონდა, იყო დასავლეთთან ძლიერი კონტაქტების შენარჩუნება, რომ მათი მეშვეობით არ დაგვეშვა რუსული ფლოტის აფხაზეთში სამუდამო ბაზირება. მალე გამოჩნდება, რამდენად უღირს დასავლეთს საქართველოს შენარჩუნება. თუ ევროკავშირმა საბოლოოდ უარი გვითხრა, შემდეგი ამერიკა იქნება.
შესაბამისად, სტატუსის მოცემა უპირობოდ დადებითი მოვლენა იქნება.
თუ მოგვცეს, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდება, რომ ბოლო შანსი მისცენ ე.წ. პრო-დასავლურ სპექტრს გასაერთიანებლად და “ოცნების” დასამარცხებლად. თუმცა, სტატუსის მოცემამ შეიძლება ისეთ ნირვანაში ისროლოს ქართველ ამომრჩეველთა სპექტრი, რომ საერთოდ გადაიფიქრონ არჩევნებზე წასვლა და შიდა-პარტიულ კინკლაობებში ჩაიძირონ.
ამჟამად სწორედ ამ ალბათობების აწონვა-დაწონვაშია ევროკავშირი.
ვისაც ჰგონია რომ ამჟამად ომიდან გადარჩენაა მთავარი, იმათმა უნდა იცოდნენ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ომზე უარესი ელოდება ქვეყანას.
ცხადია, “ოცნების” ჩატარებული არჩევნები თავისთავად აბსურდია, მაგრამ უკეთესი და უფრო ქმედითი სვლა ოპოზიციას არ გააჩნია. ამიტომ, როგორც ამერიკელები იტყვიან: – სასოწარკვეთილ დროში სასოწარკვეთილი მოქმედებები ხდება. ნურაფერს გაიკვირვებთ.”
კომენტარები