დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობას პრეზიდენტის ძმაც შეუერთდა.
ოთარ ზურაბიშვილი ამბობს:
მთავარია ხალხის ძალა. კარგია და აუცილებელი, რომ გვაქვს მხარდაჭერა უცხოეთიდან, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი არის ჩვენგან. ისტორიას გადახედეთ, როგორც ხდებოდა ისტორიაში – ხალხმა ფეხზე დგომით გაიმარჯვა.
მივესალმები ბათუმელ სტუდენტებს, ძალიან საჭირო იყო მათი აქციები. ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა. ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდება, არ მგონია გაგრძელდეს. ან დაინიშნება ახალი არჩევნები, ან ვითომ არჩეული დეპუტატები ვერ შევლენ პარლამენტში, ეს ყოვლადმიუღებელია, ვინაიდან, მოპარულია ხმები და შესაბამისად, მთავრობა არალეგიტიმურია“
“უშენოდ არ გამოვა” – რესპუბლიკის მოედანზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან.
კომენტარები