ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე, “ტვ პირველთან”, მიხეილ სააკაშვილისთვის, კოვიდით დაინფიცირებას ეხმარება და ამბობს:
-ეს არის ძალიან დიდი რისკი და ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ადამიანთან, სადაც არავინ არ შედის, პრინციპში არის იზოლირებული, შვილებსაც კი აღარ აქვთ საშუალება მოინახულონ და დედა თუ ადვოკატი გადის ტესტირებას კოვიდზე, ასეთი გაფრთხილების ფონზე, მარტო გამოკეტილ ადამიანს, ჰქონდეს ის რისკი, ეს არის წარმოუდგეენლი.
ინგა გრიგოლია:
-რაზე მიანიშნებთ, რომ საგანგებოდ შეყარეს კოვიდი?
ეკა ხერხეულიძე:
-არა, რას ნიშნავს საგანგებო შეყარეს კოვიდი? ან ის იზოლაცია რაც დაუწესეს სააკაშვილს არის ფარსი და ადამიანებს, ვისაც შეუძლია გაამხნევოს, მეგობრებს, შვილებს, არ უშვებენ, ან დიდ კითხვის ნიშანს ბადებს, ადამიანს, რომელსაც არავისთან შეხება არ აქვს, საიდან დაუდგინა კოვიდი? ან გვატყუებენ რომ კოვიდი აქვს, ან თუ აქვს, ეს არის მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის ადამიანი, რომელიც მართლა მომაკვდავი დევს სარეცელზე, ადამიანი, რომელიც კარგავს კატასტროფული ტემპით წონას, მართლა ძნელია მისი ცნობა. ადამიანი, რომელიც ვერ იკვებება, არ კი არა, ვერ იკვებება. ამ პირობებში, როდესაც 14 დიაგნოზი აქვს, არის საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადგენილი მისი მოწამვლა, ამ პირობებში შეეყაროს კოვიდი, დიდი რისკია. მე არ ვიცი ეს რა გარემოებაა, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, თუ მიხეილ სააკაშვილს კოვიდი აქვს, მასთან უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, და თუ არა აქვს და გვატყუებენ… არ ვიცი რა არის რეალურად… 6 დღე, მნიშვნელოვანი 6 დღე მას დედასთანაც კი არ ექნება კომუნიკაცია და იზოლირებულს ტოვებენ. მე ძალიან დიდ რისკებს ვხედავ, არ ვიცი რა გასტანს ამ დღეებს.
კომენტარები