“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით ჩატარებულ “ვორკშოფზე” ბაკურიანში თურმე, ქვეყანაში ამბოხს ვამზადებდით, ამ განცხადების უკან შესაძლოა იყოს ორი მიზეზი, პირველი – ან ჰალუცინაციები აქვს კობახიძეს და საჭიროებს შესაბამის კონსულტაციებს, ან თავს იგიჟიანებს, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან მან და მისმა პარტიამ ევროკავშირის კითხვარის სწრაფად და სწორად შევსებაზე გამომდინარე პრინციპიდან “გიჟი თავისუფალია”
კომენტარს “ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბაკურიანში იყო შეკრებილი, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ და გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ.
“ოპოზიციამ რევოლუციური გეგმები დასახა, ხელისუფლება როგორ დაამხონ” – კობახიძე
კომენტარები