ჟურნალისტი, შორენა გოგიჩაიშვილი, აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რა ხდება ბათუმში იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ კორპუსი ჩამოინგრა და წერს:
“გალაკტიონის მესაფლავე იქეთ იყოს და …
დღეს რომ ჩავიარე, ისეთი სიცარიელე სუფევდა… ცოცხლად დაიმარხნენ, მათი ოჯახის წევრები გადააცხოვრეს, ნანგრევები და მოწიაწებული პირადი ნივთები ისევ ისე ყრია, ან მკვდარი ვიღას ახსოვს, ან ცოცხალი…
გვერდითა სადარბაზოების მაცხოვრებლები ბოშათა ბანაკს დაამსგავსეს, ატარებენ ურმით სასტუმრო სასტუმრო, ქუჩა- ქუჩა…
ციხეში მუშები ჩასვეს, დამკვეთ- დამხაზველ, მთელი უბნის დამაქცევარმა კი უშველა თავს, ალბათ…
არჩევნები, არჩევნები, არჩევნები, აბა რა…”
კომენტარები