ბიძინა ივანიშვილი მარცხს არჩევნებამდე აღიარებს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და ოპოზიციის საერთო კანდიდატმა გლდანის საარჩევნო ოლქში, ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას განაცხადა.
“მე პირადად ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან ქართული ოცნების არცერთ აქტივისტს, პოლიციის უფროსს, თუ პროკურორს, არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბოს.
გლდანის რაიონში, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით დამაჯერებლად მოვიგებ პირველივე ტურში და ერთდერთი შანსი ბიძინა ივანიშვილის დარჩენილი აქვს- უნდა მოიპაროს და ამას ნამდვილად არ დავუშვებ. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დავიცავ ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ხმას და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ. იგივეს გააკეთებს ყველა ოპოზიციური კანდიდატი…არჩევნებამდე აღიარებს ბიძინა ივანიშვილი მარცხს”
კომენტარები