ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი, პასუხობს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას იმ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებისას, მას უჩუმრად ებრძოდა ვანო მერაბიშვილი და ეს მის მეგობრებს, მათ შორის, გიორგი ბოტკოველს და ბადრი ბასიშვილს უთხრა.
გიორგი ბოტკოველი “ფორმულასთან” ამბობს:
‘მინდა მივმართო ნიკა მელიას, ნიკა, მე შენთვის ზურგში დანა არ ჩამირტყამს, პირიქით, ყველა იმ ბრძოლაში ზურგში გედექი, გვერდით გედექი და არასდროს არაფერი შეგვშლია ამ ბრძოლაში, ალბათ, არსებობს მიზეზი, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. და მოდი ეს მიზეზი ყველამ ეძებოს საკუთარ თავში.
თავს ვიკავებ, რომ რაღაცეებზე ვისაუბრო, მაგრამ არ მინდა 2020 წლის არჩევნების თემა უყურადღებოდ დავტოვო, როცა ასეთი ბრალდებები წამოვიდა იგივე ვანო მერაბიშვილის მისამართით და იგივე ჩვენი მისამართით. 2020 ის თემაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე შემიძლია ვთქვა და ალბათ, ეგაც უნდა ითქვას, და ამით დავხურავ ამ საკითხს. ეს ბევრმა ადამიანმა იცის და ან უარჰყონ, ან დაადასტურონ:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც გადაწყდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობის თემა, ნიკა მელია იყო კატეგორიული წინააღმდეგი და ჩვენ დაგვჭირდა სერიოზული მუშაობა რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო პრემიერობოს კანდიდატი. და თუ გლდანის შტაბიდან ვინმე აპირებდა წასვლას, სწორედ ამ მიზეზით აპირებდა, იმიტომ რომ კანდიდატი ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას. მერე იმაზეც იყო საუბარი, რომ ხუთი ნომრით არ დამდგარიყო, თავისუფალი ნომრით დადგებოდა და ისე დაგვეჭირა მხარი.
გაჩნდება კითხვა რატომ არ ვამბობდით აქამდე, იმიტომ რომ ეს საკითხი გავიდა ბოლომდე და მიხეილ სააკაშვილი გახდა პრემიერობის კანდიდატი. ნიკა მელიამ დაინახა, რომ უმრავლესობა ამ საკითხს ეთანხმებოდა და შეიძლებოდა მარტო დარჩენილიყო იმ პოზიციაზე.
“მერაბიშვილი გულში ჩავიკარი და ჰოი საოცრებავ… ეს შემზარავი ამბავი პარტიაში ყველამ იცის” – ნიკა მელია
კომენტარები