კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ქალების პროტესტს შეუერთდა. მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს მომავალს იპარავს. პირველ ვნახე დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც ქალების აქციის შეეშინდა – თქვა მან.
“ბატონო გიორგი, თქვენი მეტსახელი იქნენა მშიშარა გიორგი. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე და დღეიდან გვეყოლება გიორგი მშიშარა, რომელსაც ეშინია მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტის. ის 10 ათასი ხელფასი, რომელიც გაქვთ არის ჩვენი დანიშნული, ჩვენ გიხდით თქვენ ხელფასს. თქვენ იპარავთ საქართველოს მომავალს. პირველ ვნახე დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც ქალების აქციის შეეშინდა. ყველა კაცი კაცი არ არის, დაიმახსოვრე კობახიძევ.” – განაცხადა ანა დოლიძემ მიმართვისას.
ცესკოსთან ქალების საპროტესტო აქცია, ლოზუნგით “დავიბრუნოთ ჩვენი ხმა” ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეები არცევნების შედეგებს აღიარებენ და მოითხოვენ ცესკოს შენობაში დატოვონ განცხადება ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
ცესკოს შენობასთან ადგილი პოლიცია ქალებს დაუპირისპირდა.
კომენტარები