„ლელო” აქტიურად აკვირდება არჩევნების პროცესს, სამწუხაროდ უკვე ათობით დარღვევაა აღმოჩენილი და შესაბამისი საჩივრებიც იწერება ჩვენი წარმომადგენლების მიერ და კანონის საფუძველზე ადეკვატურ რეაგირებასაც ითხოვენ.
საარჩევნო უბნებთან მობილიზებულია ჯგუფები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები მოკრიმინალო ელემენტები, რომლებიც საკუთარი მიზნებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს.
„ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადებას ავრცელებს, მან კონკრეტული უბნები დაასახელა, სადაც სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვა და მათზე ზეწოლა ხდება.
ნაცვლიშვილის განცხადებით, არჩევნებზე მომხდარ სავარაუდო დარღვევებზე შესაბამისი უწყებების მხრიდან უსწრაფესი რეაგირება მოხდეს. მისივე განცხადებით, მისი თქმით, არაერთი უბნის მიმდებარედ ფიქსირდება ასეთი ტიპის თავყრილობა. ნაცვლიშვილმა შსს-ს მოუწოდა, კანონი აღასრულოს.
„ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ტენდენცია იმის შესახებ, რომ არაერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მობილიზებული არიან გაურკვეველი პირები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის მოკრიმინალო ელემენტები, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და ამომრჩევლის ნება აკონტროლონ. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არ ხდება პოლიციის მხრიდან დროული, ეფექტიანი და კანონის საფუძველზე რეაგირება. შესაძლოა, გრძელდებოდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და პირდაპირ უბნების მიმდებარედ ფულების დარიგება. შსს-ის პასუხისმგებლობის საკითხია, ყველა ასეთ შემთხვევაზე, სადაც 100-მეტრიანი რადიუსის კანონიერი ჩანაწერი ირღვევა და არსებობს გონივრული ეჭვი იმაზე, რომ სხვა კანონდარღვევაც ხდება, ამაზე მოახდინოს სასწრაფოდ, კანონის საფუძველზე რეაგირება”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები