“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე და გაყალბებულ ხმებზე საუბრობს.
მისი თქმით, ოქმებში ასახული დარღვევები განიხილება მურუსიძე- ჩინჩალაძესთან, რაც ცალსახად
მიუთითებს არასამართლიან გარემოში ბრძოლაზე და გამყალბებლისგან გაყალბებული ხმების დაბრუნებაზე.
“ამ ყველაფერს უცილებლად გავასაჩივრებთ სამართლებრივად, თუმცა სამართლებრივი გზით სიარული არის, გასაჩივრება იმავე საარჩევნო ადმინისტრაციაში რომელმაც ეს გაყალბებები ჩაიდინა. გამყალბებელმა უნდა დაადგინოს სიმართლე და ამით დაადასტუროს რომ თვითონ მონაწილეობდა გაყალბებაში, ამ ხალხთან გვიწევს გასაჩივრება. მეორე გზა გასაჩივრების ეს არის სასამართლო, სადაც საჩივრებს მურუსიძე და ჩინჩალაძე ხვდება. ასევე სერგო მეთოფიშვილი რომელიც ორი დღის წინ თანამდებობაზე დანიშნეს და დააწინაურეს იმ “დამსახურებების” გამო, რომელიც მას საბჭოში მიუძღვოდა, როდესაც კლანის გაპარპაშებას უწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ზუსტად ამ ჩაკეტილ წრეში მოგვიწევს გასაჩივრება, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში სადაც გასაჩივრებას რეალური შედეგი მოაქვს. თორემ ჩვენ ყველა დარღვევას ვაკონვერტირებთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა კონკრეტულ დარღვევების ფაქტებზეც ისაუბრა.
“რაც შეეხება კონკრეტულად დარღვევებს, მაგალითისთვის მოვიყვან, მარნეულის ერთ-ერთ უბანს სადაც არ ხსნიან უბანს და ამას ასაბუთებენ ფაქტით, რომ ყველა უბანში დარღვევას აფიქსირებენ და ყველას ხომ არ გავხსნითო. ქუთაისის დარღვევებზეც ვისაუბრებ, როდესაც ერთ შემთხვევაში დეზინფექციის დროს ყუთი უყურადღებოდ დარჩა და მეორე შემთხვევაში გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული.
ერთ შემთხვევაში თქვეს რომ ესეთი ფაქტი არ ყოფილაო და მეორე შემთხვევაში არც კი განუხილავთ. აი ეს არის განხილვის ის სტანდარტი, რომლითაც დგება ახსნა განმარტების ოქმები. ეს არის გაყალბების გაგრძელება და მისი შეფუთვის უნიჭო მცდელობა,”- განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები