ხელისუფლების მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის შეჩერების შემდეგ, პორტს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მასშტაბურ სამუშაოებს აწარმოებდნენ, ტოვებენ.
კადრებში ასახულია ჰოლანდიური კომპანიის, “ვან-ორდის”, სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ანაკლიის ტერიტორიიდან გადის , რისი მიზეზიც გახდა ქართული ოცნების მიერ საერთაშორისო პორტის მშენებლობის შეჩერება და პროექტში ჩართული ფირმებისთვის კონტრაქტის გაუქმება.
„ვან ორდ“-ი იყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერი და ამავდროულად კონტრაქტორი, რომელიც აკეთებდა დაღრმავების სამუშაოებს.
კომენტარები