გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია ნინოწმინდის მერმა, ანა მოსოიანმა დაადასტურა. მისი თქმით, ახლა კაცი გორშია გამოკვლებეზე. მან სახლში 2 დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
იმედინიუსი
კომენტარები