საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, ცდილობს ადამიანები დაარწმუნოს, რომ მას, განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებისგან, მეტი ინფორმაცია აქვს, და აცხადებს, რომ უკრაინაში, სრული განუკითხაობაა. თან აცხადებს რომ ეს ინფორმაციაა (და არა ჭორაობა, მაგალითად) – რაც მკითხველს კიდევ მეტად გაუჩენს იმის ეჭვს, რომ ანდრია ჯაღმაიძის გავრცელებული პოსტი სწორი ინფორმაციაა. ამ დროს, უკრაინაში, უკრაინელი მთავრობის თქმით, ჩადიან მოხალისეები, უკრაინელები ბოლომდე იბრძვიან და არ ტოვებენ აფეთქებულ ქალაქებსაც კი, მოროდიორებს იჭერენ და სჯიან.
რასაკვირველია, ანდრია ჯაღმაიძისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო! ლინკი მოცემულია ქვემოთ. ისინი დაწვრილებით აღწერენ რა შეტევები აიცილეს თავიდან, მტრის რა ტექნიკა გაანადგურეს და რამდენი და რა ოდენობის. რატომ თვლის ანდრია ჯაღმაიძე რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სრული განუკითხაობაა? სხვათა შორის, მსგავსი ხასიათის წერილებს მხოლოდ ჯაღმაიძე არ წერს.
გვინდა შეგახსენოთ, რომ განადგურებულ უკრაინაზე, რუსეთი საუბრობს ხმამაღლა, მეტიც, პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციას ატარებს და არ ეომება. ჩნდება კითხვა, ასეთი უკრაინაც კი, როგორც ბატონი ანდრია ჯაღმაიძე ამტკიცებს, სრულ განუკითხაობაში მოქცეული, რუსეთმა მაშ როგორ ვერ დაიპყრო? რატომ ბომბავს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს, თუ უკრაინაში ისედაც სრული განუკითხაობაა? გაუჩნდა ეს კითხვა ანდრია ჯაღმაიძეს? თუ – არა? და რატომ გადაწყვიტა, საპატრიარქოს პრესპიკერმა, უკრაინის მთავრობისგან განსხვავებული ინფორმაცია უნდა გაავრცელოს? ვის გულისხმობს გაურკვეველი წარმომავლობის ჯგუფებში? რუს ოკუპანტებს, თუ უკრაინელების დასახმარებლად ჩასულ მოხალისეებს? და მაინც, რას ნიშნავს, “უკრაინაში განუკითხაობაა”? – ვერ აკონტროლებს უკრაინის მთავრობა? რის თქმას ცდილობს საპატრიარქოს პრესსპიკერი?
ანდრია ჯაღმაიძე:
“როგორც მითხრეს საშინელება ხდება, მთელი უკრაინის მაშტაბით, გარდა იმ უბედურებისა, რასაც ვუცქერთ, მიმდინარეობს მასიური მოროდიორობა, ყაჩაღობა და მკვლელობები, დაძრწიან გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები და არის სრული განუკითხაობა.
პ.ს. ეს არის მხოლოდ ინფორმაცია, თუ იქნება ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები, დაიბლოკება და კომენტარი წაიშლება.
მოროდიორობა ყველა ომის თანმდევი გვერდითი მოვლენაა, საქართველოს ახსოვს ეს.”
ანდრის ჯაღმაიძის წერილს მთავარი არხი აქვეყნებს.
კომენტარები