ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალ ევროკომისიაში, სავარაუდოდ, უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობას დაიკავებს, – ინფორმაციას Politico ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში მოღვაწე მაღალჩინოსნებთან საუბრების საფუძველზე ავრცელებს.
ფონ დერ ლეიენმა მანამდე აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა თავდაცვის საკითხებში კომისრის ახლად შექმნილ თანამდებობაზე ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის დანიშვნა.
Politico წერს, რომ კუბილიუსი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის ხუთ წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. მას დიდ პატივს სცემენ, რადგან მართავდა ლიეტუვას 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს.
Politico ხაზს უსვამს, რომ კუბილიუსი ასევე ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას და გამოდიოდა მოწოდებით, უკრაინის აღდგენის ხარჯები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსებულიყო.
კომენტარები