ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე:
“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღადგინეს კონტროლი ნიკოლაევის რეგიონში 5 დასახლებულ პუნქტზე.
ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება. სოფლები განლაგებულია ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან და ქალაქ ხერსონზე მასირებული შეტევის შესაძლობლობას აჩენს.
უკრაინელმა არტილერისტებმა კიდევ ერთხელ დაბმომბეს ქალაქ ხერსონში მდებარე ჩერნობაევკას აეროდრომი (გავრცელდა ასევე დაბომბვის კადრებიც) ანგარიში გახდა 17:00
ნიკოლაევის გმირმა დამცველებმა შექმნეს პირველი პრეცედენტი ამ ომში დინამიური თავდაცვიდან წარმატებულ კონტრშეტევაზე გადასვლისა, ასევე მათ (ომის პირველ ეტაპის დროს) მოიგერიეს რუსული საოკუპაციო ძალების 5 მასირებული შეტევა ქალაქზე (მათ შორის ორი რუსული საჰაერო ელიტალური დესანტი გაანადგურეს), ნიკოლაევის აეროპორტის გათავისუფლება ორჯერ მოუწიათ უკრაინულ სამხედრო დანაყოფებს, ნიკოლაევის გმირული დაცვა გახდა მთავარი გარდამტეხი ფაქტორი რის შედეგადაც რუსებმა ვერ მოახერხეს საზღვაო ფლოტით დესანტის გადასხმა ქალაქ ოდესაში, რადგან სახმელეთო რუსულმა ძალები ვერ გავიდნენ ნიკოლაევი ოდესის მაგისტრალზე, შესაბამისად დაზღვევა ვერ მოახერხეს ხმელეთიდან საზღვაო დესანტისათვის, ამ შემთხვევაში კი დესანტის გადასხმა ძალზედ მოწყვლადია და სარისკო, სწორედ ამ სახმელეთო გზებს ოდესისაკენ ქალაქი ნიკოლაევი კეტავს…
ხერსონის ოლქზე უკრაინელთა კონტრშეტევების ინტენსივობა მოიმატებს და ის უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს, რადგან 27 აპრილს პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი აპირებს ეგრეთწოდებული რეფერენდუმის ჩატარებას ხერსონში, შესაბამისად უკრაინელთა ამ მიმართულებაზე გააფთრებული ბრძოლები გაგრძელდება, დღეს დილით ათასობით უკრანელმა დატოვა ქალაქი ხერსონი, რადგან არ აიძულონ ოკუპანტებმა “რეფერენდუმში” მონაწილეობის მიღება…
ოკუპანტების დღევანდელი დანაკარგები ამ მიმართულებაზე :
73 ოკუპანტის განეიტრალება მოხდა
12 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ჯავშანტექნიკა იქნა განადგურებული.
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს!
დიდება გმირებს!“
კომენტარები