სოციალურ ჯგუფში, ანისატასათვის, ფოტოკოლაჟს ავრცელებს გვერდის ადმინისტრატორი და წერს:
“საღამო მშვიდობისა ჩვენო მონატრებულო ანიტელებო!
?? პირველ რიგში, მინდა გითხრათ მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად და მორალურად ძალიან დამძიმებულები ვართ, გადავწყვიტეთ რომ ეს ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას.
⏳ ამ ეტაპზე, გვიჭირს ზუსტი გეგმის შემუშავება, დრო დაგვჭირდება ძალების მოსაკრებად, თუმცა ანიტა ისე დაუდგება გვერდში საქართველოს, როგორც საქართველო დაუდგა ანიტას!
? ანიტას ისტორია გაგრძელდება!
ანიტა გააგრძელებს სიკეთის კეთებას!
? დღეს ჩვენი ჯგუფის უსაყვარლესმა წევრებმა, ორგანიზება გაუწიეს ძალიან სასიამოვნო აქტივობას!
?? დიდი მადლობა მათ, რომ ამ უმძიმეს პერიოდში ეს ყველაფერი დაგეგმეს და დღეს, ანიტას მშობლები და ახლობლები ამ სიკეთით სავსე დღის მონაწილეები გაგვხადეს, რამაც ძალიან გვანუგეშა!
? დილიდან, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში სიამოვნებით მოვისმინეთ მამა შალვა კეკელიას ქადაგება, რის შემდეგაც, მან ანიტელების მოტანილი სხვადასხვა სახის საკვები და რაც მთავარია ჩვენი გოგოს საყვარელი ფენოვანი ხაჭაპურები აკურთხა.
???? ჩვენი შემდეგი გაჩერება ლომისას წმ. გიორგის სახელობის ბავშვთა თავშესაფარი იყო, სადაც ზემოაღნიშნული საკვები მივიტანეთ. იქ მცხოვრები ბავშვების და მათი საოცარი გამზრდელების მასპინძლობამ უდიდესი სიყვარულით დაგვმუხტა.
??? ამის შემდეგ ჩვენი დიდი ოჯახის წევრებმა და ანიტას დედიკომ ვარკეთილის სასაფლაოსთან ფიცრულში მცხოვრებ ოჯახს მიაკითხა სადაც მარტოხელა, სამი შვილის დედა ცხოვრობს. ანიტელების სტუმრობამ მათაც დიდი სიხარული მოუტანა.
? ანიტას დედიკომ და მამიკომ უსაყვარლესი საჩუქრები მიიღეს…
?? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ დღისთვის! იმისთვის რომ ამ ურთულეს გზაზე არც ერთი წამი არ მიგვატოვეთ!
იმისთვის რომ აგრძელებთ ანიტას სახელით ბრძოლას!
იმისთვის, რომ ანიტა აგრძელებს სიკეთის კეთებას…
? თქვენ აძლიერებთ ანიტას მშობლებს და ჩვენთვის თქვენი თანადგომა შეუფასებელია!
ერთად ვაკეთოთ სიკეთე #ანიტას❤️სთვს!”
კომენტარები