არასამთავრობო ორგანიზაცია mona.ge, რომელმაც 17 ოქტომბერს პირველი სია გამოაქვეყნა, ავრცელებს ფოტოს და წერს:
? ანონიმური წერილი მივიღეთ. გვესმის საიტზე განთავსებული პირის ემოცია.
ჩვენი მიზანი არის მისი გათავისუფლება, სისტემის ჩამოშლა და არა – პერსონალური დაპირისპირება.
ამიტომ წინასწარ შევიმუშავეთ გასაჩივრების მექანიზმი.
ვთავაზობთ წერილის ავტორს, მოგვმართოს ოფიციალურად, ბორდთან წარმოადგინოს არგუმენტები, ვიმსჯელოთ ერთად და, თუ დამოუკიდებელი ბორდი მის არგუმენტაციას გაიზიარებს, www.mona.ge-ს სიიდან ამოვიღებთ.
ნებისმიერ სხვა პირსაც, რომელსაც მსგავსი პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია ისარგებლოს გასაჩივრების მექანიზმით.
ჩვენი მიზანი – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაა.
კომენტარები