Anonymous ამბობს, რომ ქართული ოცნებისა და სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ვებგვერდები გათიშეს.
“საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ, უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის შეჩერების შესახებ და გააგრძელეთ მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და ზიანის მიყენება. საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ყველა ვებგვერდ რესურსის დაზიანებასა და გათიშვას. ეს არ არ არის მუქარა, ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვა თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამართლებს.
არ დაგავიწყდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”, – ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კომენტარები