Anonymous-ი კვლავ გამოჩნდა და „ოცნებას“ აფრთხილებს:
„თქვენ ჩვენი სიმტკიცე ერთხელ უკვე გამოცადეთ, როცა რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაუნდობლად ჩახშობის საპასუხოდ თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერშეტევები მოვაწყვეთ. მაშინ უნდა გესწავლათ, რომ ხალხის გაჩუმების თქვენი მცდელობები უპასუხოდ არ დარჩებოდა.
ახლა თქვენი გეგმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოთ, ხელში აბსოლუტური ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობთ – ქმედებები, რომელიც ჰგავს ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ბნელი რეჟიმებისას. თქვენი ქმედებები ასახავს რეპრესიულ ტაქტიკას, რომელსაც იყენებენ ვენესუელაში, სადაც მადუროს რეჟიმი სისტემატურად ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს დემოკრატია ძაფზეა ჩამოკიდებული.
მაგრამ იცოდეთ: თავისუფლებაზე ამ უხეშ თავდასხმას არ მოვითმენთ. თუ ავტორიტარულ დღის წესრიგს გააგრძელებთ, ქარიშხალს გამოიწვევთ, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. სწორედ იმ სისტემებს მოვშლით, რომლებსაც ხალხის დასაჩაგრად იყენებთ.
შეიძლება ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დაუსჯელად იმოქმედოთ, მაგრამ ჩვენ თვალს გადევნებთ და მზად ვართ”
კომენტარები