მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ქალაქ ბორჯომში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი ,,ჰარირა“, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ წალენჯიხის სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,მამული“, ხელმძღვანელი: ბექა ზარქუა და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი“ ხელმძღვანელი: ნონა ბაღიშვილი.
ფოლკლორულმა ანსამბლმა ,, მამულმა“ მოიპოვა გრან-პრი , დაჯილდოვდა ,,ოქროს არწივით” და მოწვევა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში.
ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები.
ქორეოგრაფიული ანსამბლი,, იმედი” დაჯილდოვდა ოქროს მედლით და მოწვევა მიიღო სტამბულში.
სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის ფესტივალის ორგანიზატორებს, ანსამბლის ხელმძღვანელებს, მოსწავლეებს, მშობლებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ადმინისტრაციას, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს მხარდაჭერისთვის, – წერია ცენტრის განცხადებაში.
კომენტარები