გუშინ, 23 ნოემბერს, წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი” წარმატებით გამოვიდა ქ. თბილისში, გრიბოედოვის თეატრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ‘’კოლხიდა-2022’’.
ანსამბლმა მოიპოვა ლაურეატის წოდება და ერთ კვირიანი საგზური ბულგარეთში ქალაქ ნესებრში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ვულოცავთ ანსამბლს და მის ხელმძღვანელს ქ-ნ ნონა ბაღიშვილს ამ წარმატებას.
ინფორმაციას წალენჯიხის სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრი ავრცელებს.
კომენტარები