ანტარქტიდის კონტინენტზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 18,3°C გრადუსი დაფიქსირდა. არგენტინული კვლევითი ბაზის Esperanza-ს მონაცემებით, ეს ტემპერატურა 0.8 გრადუსით მეტია მანამდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ტემპერატურასთან.
ინფორმაციის გადამოწმება ამჟამად გაეროს მეტეოროლოგიური ცენტრის მიერ ხდება.
ორგანიზაციის ცნობით, ანტარქტიდის კონტინენტზე ბოლო 50 წლის განმავლობაში ტემპერატურა საშუალოდ 3 გრადუსით გაიზარდა და მყინვარების დაახლოებით 87% ძირითად ნაწილს ჩამოშორდა ან გაქრა. გაეროს თქმით, ეს გლობალური დათბობის გამო ხდება.
კომენტარები