რუსეთი, რომელსაც 25 თებერვალს ევროსაბჭომ წარმომადგენლობა შეუჩერა ევროსაბჭოს ტოვებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ამბობს:
„ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ უმრავლესობას ევროსაბჭოში, ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ნორმატიულ ორგანოებში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ქვეყანა არ დარჩება ევროპის საბჭოში”.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარე რუსეთის გარიცხვას ითხოვდა.
რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერეს, ჩვენ მოვითხოვთ მის გარიცხვას – დენის შმიგალი
კომენტარები